A ბლოკის მონოლითი
პილარ პარკის პირველი ფაზის A ბლოკის მონოლითური სამუშაოები დასრულებულია.. ეს ბლოკი არ არის უბრალოდ პირველი, არამედ ერთადერთი 6-სართულიანი შენობა პროექტში, რომელიც წარმოადგენს პროექტის სავიზიტო ბარათს. ბინების 80% უკვე რეალიზებულია, ხოლო მობინადრეები რემონტის დაწყებას შეძლებენ მიმდინარე წლის ბოლოს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შიდა ტიხრების ამოყვანა და ბინების საბოლოო დაგეგმარება.
A ბლოკში შეხვდებით მრავალფეროვან ბინებს: დუპლექსის ტიპის ბინებს, ბინებს საკუთარი ეზოთი, ბინებს ვერანდებით, საიდანაც იშლება საოცარი ხედები მტკვრის სანაპიროზე. თითოეული დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ მობინადრეებმა მიიღონ პრემიუმ კლასის, სრულყოფილი საცხოვრებელი სივრცე, სადაც კომფორტი, დიზაინი და ხედები ერთიანდება ყოველდღიური ცხოვრების სიმარტივესა და ხარისხთან.
A ბლოკი სრულყოფილად ასახავს პილარ პარკის ფილოსოფიას: აქ ბინა არ არის მხოლოდ სივრცე საცხოვრებლად, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც მობინადრეს საშუალებას აძლევს იგრძნოს უსაფრთხოება,კომფორტი და ხარისხი.